საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა! რევაზ ჩომახიძის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ისრაელის ნაკრები ადვილად დაამარცხა, რომელთანაც ერთი კვირის წინ თბილისში, დიდი უპირატესობა მოიპოვა. დაამარცხა რა, 12:1.
საქართველოს ნაკრებს აღნიშნული უპირატესობა, როგორც მოსალოდნელი იყო არ გაუფლანგავს. მეტიც, ისრაელი მისსავე მოედანზეც დაამარცხა, ოღონდ მოკრძალებული ანგარიშით – 11:10.
ასე და ამრიგად, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ზედიზედ მესამედ ითამაშებს ევროპის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის. ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი 14-დან 28 ივლისის ჩათვლით ბარსელონაში გაიმართება.
ისრაელი – საქართველო 10:11 (4:5, 2:4, 3:2, 1:0)