ფეხბურთი

17:01 | 3.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" მარსელო დაუბრუნდა

მადრიდის “რეალს” ბრაზილიელი ფეხბურთელი მარსელო დაუბრუნდა. 29 წლის მცველი “ხეტაფესთან” მატჩისთვის ზინედინ ზიდანმა გამოიძახა, რაც იმას ნიშნავს, რომ სათამაშოდ მზადაა.

ეს კარგი ამბავია “სამეფო კლუბისთვის”, რადგან სამ დღეში ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან შეხვედრა ელოდება.

მარსელო 18 თებერვალს, “ბეტისთან” (5:3) მატჩში დაშავდა და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა.

0.125014