მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი შესაძლოა დააპატიმრონ. ხორვატ ფეხბურთელს ბრალი ყალბი ჩვენების მიცემაში ედება, ეს კი ადგილობრივი კანონმდებლობით 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გამოცემა Vecernji list-ის ინფორმაციით, მოდრიჩმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა ზაგრების „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტის ზდრავკო მამიჩის თაობაზე და ამავდროულად „ტოტენჰემში“ 2008 წელს თავისი ტრანსფერის შესახებაც.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არაა გამორცხული 32 წლის ფეხბურთელს პატიმრობა შეეფარდოს.