საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. აღნიშნულ ინფორმაციას “წითელ-თეთრების” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით მომდევნო მატჩებში ჩვენებური უკვე გუნდთან ერთად მოედანზე გავა და სრული დატვირთვით დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ ჯანომ ტრავმა სექტემბერში მიიღო, რის შემდგომაც ოპერაცია რომში გაუკეთდა. რაც შეეხება მომდევნო მატჩს, "სპარტაკი" სტუმრად "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.