ფიბამ მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ეტაპის მეორე კალენდარული ფანჯრის შემდეგ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები კი, პროგრესს აგრძელებს და ერთი საფეხურით დაწინაურდა.
ილიას ზუროსის ნაკრების აქტივში 267.3 ქულაა და 26-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო აქამდე 27-ე პოზიციას ამაგრებდა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა თებერვალში ავსტრიას სტუმრად მოუგო, ხოლო გერმანიასთან თბილისში დამარცხდა.
რაც შეეხება მოწინავე პოზიციებს – სამეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა, საფრანგეთმა და სერბეთმა ადგილები გაცვალეს, ხოლო ლიდერი ისევ აშშ-ს ნაკრებია, ესპანეთი მეორე პოზიციაზე იმყოფება.
რაც შეეხებ ჩვენს მეტოქეებს შესარჩევ ციკლში: სერბეთი (642.9 ქულა) მეოთხეა, გერმანია (305.0) 22-ე, ხოლო ავსტრია (109.4) 56-ე ადგილზე იმყოფება.