ფეხბურთი

22:55 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრები: იგუაინი არის, იკარდი და დიბალა - არა

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა მარტში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის უკვე ცნობილია. ხორხე სამპაოლიმ ხანგრძლივი პაუზის მერე “ალბისელესტეში” გონსალო იგუაინს უხმო. თუმცა, სიაში ვერ მოხვდნენ მაურო იკარდი და პაულო დიბალა.

არგენტინის ნაკრების შემდაგენლობა ასეთია:

მეკარეები: სერხიო რომერო (“მანჩესტერი”, ინგლისი), ნაუელ გუზმანი (“ტიგრესი”, მექსიკა), კაბალერო (“ჩელსი”, ინგლისი)

მცველები: მარკოს როხო (“მანჩესტერი”, ინგლისი), რამირო ფიუნეს მორი (“ევერტონი”, ინგლისი), ფაციო (“რომა”, იტალია), ნიკოლას ოტამენდი (“სიტი”, ინგლისი), ნიკოლას ტალიაფიკო (“აიაქსი”, ჰოლანდია), გაბრიელ მერკადო (“სევილია”, ესპანეთი)

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (“ჰებეი”, ჩინეთი), ლეანდრო პარედესი (“ზენიტი”, რუსეთი), მანუელ ლანზინი (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), ჯოვანი ლო სელსო (პსჟ, საფრანგეთი), მარკოს აკუნია (“სპორტინგი”, პორტუგალია), ლუკას ბილია (“მილანი”, იტალია), ევერ ბანეგა (“სევილია”, ესპანეთი), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”, იტალია), ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), სერხიო აგუერო (“სიტი”, ინგლისი), დიეგო პეროტი (“რომა”, იტალია), ედუარდო სალვიო (“ბენფიკა”, პორტუგალია)

შეგახსენებთ, რომ არგენტინა 23 მარტს იტალიას გაეჯიბრება, ხოლო ოთხ დღეში უკვე ესპანეთის ნაკრებთან ისპარინგებს.

0.123236