"უოტფორდმა" 29 წლის ეტიენ კაპუს კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
კაპუ "უოტფორდმა" 2015 წელს "ტოტენჰემიდან" 8.9 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ ფრანგმა მოთამაშემ 92 შეხვედრა გამართა და 10 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ეტიენმა 17 მატჩში თავი სამჯერ გამოიჩინა.