ფეხბურთი

17:42 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" საუკეთესო სერია 2009 წლის შემდეგ

იტალიურ “მილანს” უკვე ზედიზედ 13 მატჩი არ აქვს წაგებული ყველა ტურნირის ჩათვლით და აღსანიშნავია, რომ “როსონერის” ასეთი ხანგრძლივი წაუგებელი სერია ბოლოს 2009 წლის დეკემბერში ჰქონდა.

ხსენებული 13 მატჩიდან "მილანმა" 10 მოიგო და სამი ფრედ ითამაშა (19:4 ბურთების შეფარდება). ჯენარო გატუზოს გუნდმა ბოლოს გასული წლის 23 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე “ატალანტასთან” წააგო.

“მილანი” ევროპა ლიგისა და იტალიის თასის მოსაგებად იბრძვის, ხოლო სერია A-ში ოთხეულში შესვლა აქვს განზრახული.

0.116242