ფეხბურთი

14:20 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მბაპეც დაუშავდა

“პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპეც დაშავდა. ფრანგმა შემტევმა “მარსელთან” (3:0) საფრანგეთის თასის 1/4 ფინალში ტერფი დაიზიანა. აღნიშნული ცნობა პარიზული გუნდის თავკაცმა უნაი ემერიმაც დაადასტურა.

“მბაპემ ტერფი იტკინა და ამიტომაც შესვენებაზე შეცვლა მთხოვა. იმედია, ტრავმა სერიოზული არ იქნება”, - განაცხადა ემერიმ.

შეგახსენებთ, მბაპეს გარდა პსჟ-ს ნეიმარი ჰყავს დაშავებული, წინ კი მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩია.

0.115648