ფეხბურთი

20:05 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადმა” მოია დაიმატა

“სოსიედადმა” მადრიდის “ატლეტიკოს” სათადარიგო მეკარე მიგელ ანხელ მოია დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია სან-სებასტიანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

33 წლის მეკარემ “როხიბლანკოსთან” კონტრაქტი გაწყვიტა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან “ანოეტას” ბინადართან ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

მოიას არგენტინელი კიპერის ხერონიმო რულის შეცვლა მოუწევს, რომელიც 23 თებერვალს “ზალცბურგთან” წაგებულ მატჩში (1:2) დაშავდა და თამაშს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მოია “ატლეტიკოში” 2014 წელს “ხეტაფედან” გადავიდა. თავდაპირველად, ის მადრიდული კლუბის ძირითადი მეკარე გახლდათ, მაგრამ მალევე შემადგენლობიდან იან ობლაკმა ამოაგდო და სათადარიგო კიპერად იქცა. მან ჯამში “როხიბლანკოს” კარი 67-ჯერ დაიცვა.

0.105675