ფეხბურთი

15:43 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დესანტი ყაზახეთში - კარგი თუ ცუდი ტენდენცია?

ზამთრის შესვენებისას არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა შეიცვალა კლუბი, მათგან ზოგიერთნი ყაზახეთში გადავიდნენ. ასე ხდება ხოლმე, იხსნება არხი და მიდიან ჩვენიანები. გახსოვთ კვიპროსი? გახსოვთ ისრაელი? სხვა ქვეყნებში, კონკრეტულ კლუბებშიც მრავლად მიდიოდნენ ქართველები: მაგალითად, "ალანიაში", "დიორში", მანამდე "ფრაიბურგში".

ყაზახეთში ამ ზამთარს ქართველებს შეუერთდნენ ჯაბა კანკავა (“ტობოლი”), ჯაბა ჯიღაური (“აქტობე”), გიორგი ფოფხაძე (“კიზილ ჟარი”). იქაა ნიკა კვეკვესკირიც (“ტობოლი”), ხოლო რამდენიმე ჩვენიანი ყაზახეთის მეორე ლიგაშიც გადავიდა.

ზოგჯერ ისეთ ქვეყნებში მიდიან ქართველი ფეხბურთელები, რომ გვითქვამს, ყაზახეთს კიდევ არაუშავსო... თუმცა, რას მოუტანს ეს ქართულ ფეხბურთს ვნახოთ, გამოჩნდება.

0.12382