მადრიდის “რეალის” შემტევი გარეთ ბეილი ესპანეთის ლა ლიგის ისტორიაში გახდა მეორე ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელმაც 116-ე შეხვედრა ჩაატარა. ამდენივე მატჩი “სამეფო კლუბის” მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში დევიდ ბექჰემს აქვს ნათამაშები.
ბეილმა ამ შედეგს ლა ლიგის 26 ტურში “ესპანიოლთან” მატჩში უწია, რომელშიც მისი გუნდი 0:1 დამარცხდა.