მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა აკაპულკოს ტურნირში მონაწილეობაზე ბოლო წუთებში უარი თქვა.
რაფა მოთელვის დროს თეძოს ტრავმამ შეაწუხა. ეს ის დაზიანებაა, რის გამოც მან ავსტრალიის ღია პირველობაზე სრულფასოვნად ვერ იასპარეზა.
ნადალი შარშან აკაპულკოს ტურნირის ფინალში დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელი რეიტინგში ქულებს კიდევ დაკარგავს.