თამაშგარე

10:14 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი ელსავეტასა და მისი გაქნილი ქმრის ამბავი

იტალიაში პოპულარული მოდელი, ელსავეტა გრეგორაცი იმდენჯერაა გათხოვილ-გამოთხოვილი, მისი ცხოვრების უსტარის შედგენას ისტორიკოსი ჯუანშერიც კი ვერ შეძლებდა, თუმცა ეს ამ ქალს ხელს არ უშლის იმაში, რომ მუდმივად მაღალ საზოგადოებაში იტრიალოს და თავისი დიადი ბარძაყნი ამზეუროს.

ელსავეტას ამჟამინდელი ქმარი, ფლავიო ბრიათორი, ევროპის სპორტულ წერეებში ნამეტნავად გაქნილ და გაქექილ ვინმედ ითვლებოდა, თუმცა ახლა აფერისტის იარლიყი აქვს მირტყმული და მასთან საქმის დაჭერას ბევრი ერიდება. ფლავიო თავის დროზე “ფორმულა1“-ის წილებსა და ინგლისურ საფეხბურთო კლუბ “კრისტალ პალასსაც“ კი ფლობდა.

ელსავეტაც არ გახლავთ სპორტსგარეშე დარჩენილი ადამიანი. იგი საფეხბურთო კლუბი “მილანის“ ქომაგია და როდესაც ამ გუნდს ავადსახსენებელი სილვიო ბერლუსკონი ფლობდა, გრეგორაცის მიღებებსა და ბანკეტებზეც კი იწვევდნენ. მილანური კლუბის ახალმა, ჩინელმა მფლობელებმა როგორც ჩანს ჯერ არ იციან ამ ქალის შესახებ, თორემ არც ისინი დააკლებდნენ თვალის აყოლებ-ჩამოყოლებას.

0.146738