ფეხბურთი

21:54 | 27.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს უცნაური წერილი ნემანია მატიჩს

პრემიერლიგის ბოლო ტურში “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” (2:1) მატჩისას ჟოზე მოურინიომ ნემანია მატიჩს წერილი გაუგზავნა. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა, რა ეწერა მასში?..

კითხვას პასუხი თავად მატიჩმა გასცა, რომელმაც ინსტაგრამის გვერდზე აღნიშნული წერილი გაასაჯაროვა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

81-ე წუთზე მოურინიომ ერიკ ბაილი ალექსის სანჩესის ნაცვლად ჩართო თამაშში, ხოლო კოტ დივუარელ მცველს მატიჩთან წერილი გაატანა. მაშინ, ბევრმა იფიქრა, რომ მასში საუბარი “განსაკუთრებულის” ტაქტიკაზე იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა.

“სამი თავისუფალი დღე გაქვს”, - ეწერა წერილში.

ბუნებრივია, მატიჩს ამ ყველაფერმა ღიმილი მოჰგვარა და შემდეგ ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა.

0.120065