რა დრო გაუცდება ნეიმარს? – ეს კითხვა ბოლო ორი დღეა გავლენიანი გამოცემების მთავარი სასაუბროა. მართლაც უცნაურია, ჯერჯერობით ოფიცილურად არ გაჟღერებულა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გვეცოდინებოდა ზემოხსენებულ კითხვაზე პასუხი.
საქმე ისაა, რომ ბრაზილიური მედია და ესპანური გამოცემა As-ი იუწყებიან, რომ ნეიმარი საოპერაციოა და მოედანზე მინიმუმ ორი თვის განმავლობაში ვერ გავა. ამასობაში კი, აღნიშნული ცნობა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ უარყო, რომელსაც იმედი აქვს, რომ გუნდის ლიდერი 6 მარტს, “რეალთან” ითამაშებს:
“ოპერაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უსაფუძვლოა. არსებობს მცირე შანსი, რომ “რეალთან” თამაშს მოახერხებს”, - თქვა ემერიმ “მარსელთან” საფრანგეთის თასზე გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
მოკლედ, ჯერჯერობით პასუხი კითხვაზე, რა დრო გაუცდება ნეიმარს? – არ არსებობს. ჩვენის მხრივ კი, საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს გაგაცნობთ:
მიმდინარე სეზონში ნეიმართან ერთად პსჟ-მ მატჩების 87% მოიგო, ხოლო მის გარეშე შეხვედრების მხოლოდ 78%-ში შეძლო გამარჯვება. როდესაც ნეიმარი მოედანზეა, პარიზულ გუნდს საშუალოდ 3.5 გოლი გააქვს, ხოლო როდესაც ბრაზილიელი მინდორზე არ იმყოფება “მხოლოდ” 2.8 გოლის გატანას ახერხებს...