საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი მედია-პარტნიორი ჰყავს აჭარის ტელევიზიის სახით. მოგეხსენებათ, 2018 წლის სეზონიდან სფფ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩების ტრანსლაციებსაც იწყებს - ტურში ერთი შეხვედრა.
ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, აჭარა ტვ-სთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ეროვნული ლიგა 2-ის 36-ვე ტურის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სწორედ ეს ტელეარხი გადასცემს.
ეროვნული ლიგა 2-ის პირველ ტურში აჭარის ტელევიზია ორი შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ: 1 მარტს ჩემპიონატის გახსნითი მატჩი „თელავი“ – „დინამო“ ბათუმი და ასევე 3 მარტს, მარტვილიდან „მერანი“ - „გაგრა“.