ფეხბურთი

16:30 | 27.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “მზად ვარ, თუ გუნდს დავჭირდები”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა პირველი კომენტარი გააკეთა ნაკრებში დაბრუნების თაობაზე. როგორც გამოცდილმა მეკარემ აღნიშნა, ის გუნდის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს და დახმარებისთვის ყოველთვის მზად არის.

“მე ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას გუნდის წინაშე ამ რთულ სიტუაციაში. წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის ინგლისთან და არგენტინასთან. ხსენებული დროისათვის ოჯახთან ერთად შვებულებაში ვაპირებდი გასვლას, თუმცა მზად ვიქნები ყოველთვის, თუ გუნდს დავჭირდები”, - ციტირებს ბუფონის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალია შვედეთთან დამარცხდა და სწორედ ამ მატჩის შემდგომ ბუფონმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა ლუიჯი დი ბიაჯომ მას ახალი შესაძლებლობა მისცა იმისა, რომ კარიერა ამხანაგურ მატჩების შემდგომ დაასრულოს.

იტალიურ მედიაში კი საუბრობენ იმაზე, რომ ბუფონი "სკუადრა აძურას" ოთხი შეხვედრით დაუბრუნდება. გარდა არგენიტნისა და ინგლისისა, ბუფონი იტალიის ნაკრების კარს ივნისში, საფრანგეთთან და ჰოლანდიასთან გასამართ მატჩებშიც დაიცავს. სწორედ "ნარინჯისფერებთან" 4 ივნისს, გასამართ შეხვედრაში დაემშვიდობება ის ეროვნულ გუნდს. ეს თამაში კი, ლეგენდარული მეკარის მშობლიურ სტადიონზე, "იუვენტუს სთედიუმზე" გაიმართება.

0.119845