იმპერატორის თასის მფლობელი ლევან გორგაძე სეზონის მეორე ბაშოს სეკივაკეს რანგში ჩაატარებს. სუმოს ბანძუკეს რეიტინგი უკვე ოფიციალურად განახლდა და ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სეკიტორი მოლოდინისამებრ, საგრძნობლად დაწინაურდა. გორგაძე იანვრის ბაშოზე მე-3 მაეგაშირად იწოდებოდა.
სეზონის მეორე სუპერტურნირი 11 მარტს დაიწყება, ოსაკაში. მოახლოებული ბაშოს წინ, ქართველმა სუმოისტმა უმნიშვნელოვანესი ჯილდო მიიღო - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლევან გორგაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.