კალათბურთი

17:18 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ დიქსონი შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მექულეა

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მექულეა (ევროპის ზონაში). დიქსონმა განვლილ 4 შეხვედრაში 108 ქულა ჩააგდო (საშუალოდ მატჩში 27.0 ქულა).

მაიკლი 6 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ისლანდიელ მარტინ ჰერმანსონს, რომელმაც 102 ქულა მიითვალა (25.5 ქულა საშუალოდ). გარდა ამისა, დიქსონი საშუალოდ შეხვედრაში 4.5 მოხსნასა და 5.5 გადაცემას აგროვებს.

27 წლის კალათბურთელმა გერმანიასთან თბილისში 26 ქულა ჩააგდო, სტუმრად კი 23 ქულა, ავსტრიის ნაკრებთან ასევე 23 ქულა მოიპოვა, ხოლო სერბეთთან 36 ქულა მოუტანა გუნდს.

0.123149