მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ევროპის ზონაში თბილისმა რეკორდი დაამყარა. როგორც ფიბა-ს ვებგვერდი იტყობინება, საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა მატჩს სპორტის სასახლეში 8 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო და ეს, მიმდინარე შესარჩევი ეტაპის სარეკორდო დასწრებაა ევროპის ზონაში.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრას თბილისმა ისტორიაში პირველად უმასპინძლა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან წააგო (77:87) და G ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება. ამავე ჯგუფიდან მეორე ეტაპზე თამაშის უფლება უკვე გაინაღდეს გერმანიისა და სერბეთის ნაკრებებმა.