კალათბურთი

20:59 | 25.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევ ციკლში მორიგი მარცხი განიცადა. ილიას ზუროსის გუნდი თბილისის სპორტის სასახელში გერმანიის ნაკრებთან ვერაფერს გახდა და საბოლოოდ 77:87 დამარცხდა.

მატჩის უმეტესი ნაწილი სტუმართა კარნახით მიმდინარეობდა და შედეგიც ლოგიკას ექვემდებარებოდა. შეხვედრა ყველაზე მეტად მესამე მეოთხედის ბოლოს დაიძაბა, რდესაც მასპინძლებმა ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს და იმედი გაჩნდა, ეგებ, დასკვნით ათწუთეულში თამაში შემოვაბრუნოთ, მაგრამ დღეს გერმანიის ნაკრები უშეცდომოდ თამაშობდა. შესაბამისად, ბოლო მეოთხედში სტუმრებმა მოპოვებული ჰანდიკაპი აღარ გაფლანგეს. ან შეიძლება პირიქით ვთქვათ – საქართველოს ნაკრებმა მეტი ვერ შეძლო.

როგორც უნდა იყოს, გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ვერ გადაახტა საკუთარ თავს და ის დანაკლისის შევსება, რომელიც ჰქონდა, ვერ მოხერხდა. რა გაეწყობა, მაჯერზე ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს ზურგი იღბალმაც აქცია. 5-6 მნიშვნელოვანი კალათბურთელის გამოკლება ხომ საქართველოს მსგავსი მწირი რესურსის მქონე გუნდისთვის ფაქტობრივად დამღუპველია.

ილიას ზუროსის გუნდის რიგებში საუკეთესო მაიკლ დიქსონი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 26 ქულა, 4 პასი და 1 მოხსნა შესძინა. გერმანელებმა კი უფრო გუნდურად ითამაშეს. მაგალითად საუკეთესო ქულების მხრივ საიბუ იყო (15), რომელსაც მცირედით ჩამორჩნენ ბენზინგი (14) და ბართელი (12).

საქართველოს ნაკრები G ჯგუფში 1 მოგებითა და 3 წაგებით მესამე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას კი 29 ივნისს, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართავს.

საქართველო – გერმანია 77:87 (17:27, 21:24, 24:18, 15:18)

WORLDSPORT.GE მატჩის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

0.20524