ჩოგბურთი

12:20 | 25.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი აკაპულკოს ტურნირის პირველ წრეში დონალდსონს შეხვდება

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აკაპულკოში გასამართ მექსიკის ღია ტურნირის პირველ წრეში ამერიკელ ჯარედ დონალდსონს შეხვდება. აღნიშნული ჩოგბურთელები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და ანგარიში საყაიმოა - 2:2.

დონალდსონი ორშაბათს განახლებულ რეიტინგში 2 ადგილით დაქვეითდება და 59-ე პოზიციაზე იქნება, ხოლო ბასილაშვილი 77-დან 84-ე ადგილამდე გადაინაცვლებს. იმ შემთხვევაში თუ ნიკოლოზი პირველ წრეს გაივლის, მერვედფინალში მეთიუ ებდენსა და ტურნირის მოქმედ გამარჯვებულ სემ ქუერის შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

ტურნირის პირველი ნომერი რაფაელ ნადალია, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ პირველად ითამაშებს. ბასილაშვილი ესპანელის ბადის მხარესაა და თუ წარმატებულად ითამაშებს, შესაძლოა მეოთხედფინალში შეხვდეს.

ასევე, ნიკოლოზი და რადუ ალბოტის წყვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს და ნახევარფინალში დენის კუდლა და ლუის პატინო 6:3, 3:6, 10:8 დაამარცხა. ფინალში ქართველი და მოლდოველი მაქს მირნის და ფილიპ ოსვალდოს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ძირითად ბადეში, ტურნირის მეორე ნომრად განთესილ მათე პავიჩსა და ოლივერ მარახს შეხვდებიან.

მექსიკის ღია ტურნირის საპრიზო ფონდი 1,642,795 დოლარია.

0.12746