კალათბურთი

10:40 | 25.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ისევ სათადარიგოთა სკამზე

“გოლდენ სტეიტის” მთავარი მწვრთნელი სტივ კერი მეორე შეხვედრაა, რაც სასტარტო 5-ეულში ზაზა ფაჩულიას მაგივრად ჯავალ მაკგის აყენებს. “გოლდენ სტეიტმა” შინ “ოკლაჰომა” 112:80 დაამარცხა.

ზაზამ პარკეტზე 18 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ფაჩულიამ 2-დან ორი ორქულიანი ჩააგდო. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს “გოლდენ სტეიტმა” “ოკლაჰომაზე” 27 ქულით მეტი ჩააგდო, რაც იგუადალას (29) შემდეგ საუკეთესო შედეგია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრებმა” ოკლაჰომელები ოთხივე პერიოდში დაამარცხეს. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა. “ოკლაჰომაში: 15 ქულით, 12 მოხსნით და 7 პასით რასელ უესტბრუკი გამოირჩა.

0.119857