საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმრე ხინჩეგაშვილმა კიევის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გორელმა სპორტსმენმა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველად იჭიდავა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინის სახელით მოასპარეზე გორ ოგანესიანი 12:9 დაამარცხა.