სხვა

20:23 | 24.02.2018 | ნანახია 2278 - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი თითქმის გაინაღდა (+VIDEO)

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ძალიან ახლოსაა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან. დღეს, “ოლიმპიკის” სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსში ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში ისრაელის ნაკრები გაანადგურეს – 12:1.

რევაზ ჩომახიძის გუნდი მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდა და დაფიქსირებული შედეგი სრულიად ლოგიკურიც იყო. მართალია, ჯერ საპასუხო მატჩი ისრაელში უნდა გაიმართოს (3 მარტს) და ამის შემდეგ გაირკვევა ითამაშებს თუ არა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები, მაგრამ ფაქტია, ამისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგმულია.

უშუალოდ ევროპის ჩემპიონატს რაც შეეხება, 14-დან 28 ივლისის ჩათვლით ბარსელონაში გაიმართება.

საქართველო – ისრაელი 12:1 (5:0, 2:0, 2:0, 3:1)


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:55 | 28.02.2018
davit-tg (768)

წარმატებები ბიჭებო კარგები ხართ.ჩამოთვლილ სახეობებს დავამატებდი კალათბურთს რა თქმა უნდა და ვფიქრობ ფარიკაობაც მოგვცემს სიამაყის საფუძველს,კარგი თაობა მოდის.წარმატება ქართულ სპორტს!

01:21 | 26.02.2018
O. Mertskhali (8101)

ბიჯოს!

01:17 | 26.02.2018
პანტელეიმონი (4347)

რაგბის, ძალოსნების, ძიუდოს კავშირისა და ფედერაციების მერე, გეგმაზომიერმა მუშაობამ წყალბურთის ფედერაციაშიც შეუქცევადი გახადა პროგრესი.

17:54 | 25.02.2018
BEERTRANCE (97819)

შარშან რა წკიპზე ვაჯობეთ თურქებს. ამჯერად კი 1 ამოსუნთქვით. ყოჩაღ წყლაბურთელებს.

15:31 | 25.02.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

ებრაელებს დაუჩივლიათ, ჩვენაო მკვდარ ზღვაში ვვარჯიშობთ ხოლმეო და არ ვიძირებითო.
ამ თქვენს აუზში კიდე სულ ფსკერზე ვახახუნეთ ტაკოებიო

00:45 | 25.02.2018
პანტელეიმონი (4347)

გაიხარეთ ! ! !

23:53 | 24.02.2018
თორღვა პანკელი (1138)

მადლობა ბიჭებო და ჭოჩაღ! თქვენგანაც მიჩვეული ვართ უკვე გულიან და ბოლომდე ბრძოლას, იქაც წარმატებით გამოსულიყავით და გესახელებინოთ საქართველო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064152