მარსელის “ოლმპიკის” თავდამსხმელი ვალერ ჟერმენი ნეიმარს აკრიტიკებს. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ბრაზილიელს ეტყობა, რომ საფრანგეთში ბენდიერი არ არის და გარდა ამისა, დასძინა, რომ ზოგჯერ აღიზიანებს კიდეც მისი ყურება.
“პირველ წრეში ნეიმარმა ჩვენს წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო. ბრაზილიელი შთამბეჭდავი ფეხბურთელია, მაგრამ, როდესაც ტელევიზორში ვუყურებ, მაღიზიანებს. ეტყობა, რომ აქ ყოფნით ბედნიერი არაა და არ მომწონს მისი საქციელი. 90-იან წლებში თამაში მისთვის ძალიან რთული იქნებოდა”, - ციტირებს ჟერმენის სიტყვებს SFR Sport-ი.
პსჟ-სა და “მარსელის” შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.