იტალიური “მილანის” სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ ევროპა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრა შეაფასა და “არსენალთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა.
როგორც გაირკვა, მირაბელი ლონდონურ გუნდთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩა:
“ვწუხვარ “არსენალის” გამო, რადგან გაცილებით შორს შეეძლო წასვლა. სერიოზულად თუ მივუდგებით, მაშინ ჩვენს შორის კარგი ფინალი იქნებოდა. წილისყრით კმაყოფილი ვარ, რადგან მოცემულ მომენტში ნამდვილად ჯობდა ისეთ მეტოქესთან თამაში, როგორიც “არსენალია”, - განაცხადა მირაბელიმ.
“მილანისა” და “არსენალის” მატჩები 8 და 15 მარტს გაიმართება. პირველ შეხვედრას “სან სირო” უმასპინძლებს, ხოლო საპასუხოს “ემირეითს სთედიუმი”.