საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარცევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდმა ვენაში, ავსტრიის ნაკრები დაამარცხა – 78:64.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მთლად სახარბიელო მდგომარეობაში ჯერ მაინც არ იმყოფება, რადგან მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბოლოადგილოსან (ავსტრიასთან) ნაჩვენები შედეგები არ გადაჰყვეა.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს – მიუხედავად ძალზე შესუსტებული შემადგენლობისა, საქართველომ მეტოქეს საკმაოდ მარტივად მოუგო. ქართველი კალათბურთელების უპირატესობა განსაკუთრებით თვალსაჩინო პირველ და მეოთხე პერიოდებში იყო. მართალია, შუალედებში მასპინძლები ახერხებდნენ სხვაობის შემცირებას, მაგრამ მათი მაქსიმუმი -4 ქულა გახლდათ.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მაიკლ დიქსონი გახლდათ 23 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით. გოგა ბითაძის ანგარიშზე კი 12 ქულა და 8 მოხსნაა.
ავსტრია – საქართველო 64:78 (5:19, 26:21, 18:15, 15:23)
WORLDSPORT.GE ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.