ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეა დასახელა. უეფას ვებგვერდზე მიმდინარე ტრადიციულ გამოკითხვაში ესპანელა კიპერმა კონკურენტებს დიდი უპირტესობით აჯობა და ხმების 48% მიიღო.
დე ხეამ “სევილიასთან” დამაჯერებლად ითამაშა, 8 სეივი შეასრულა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა (0:0).
რაც შეეხება დანარჩენებს: მეორე ადგილზე “ჩელსის” შემტევი ვილიანი გავიდა (28%), მესამე პოზიციას დასჯერდა ტომას მიულერი (17%), ხოლო მეოთხე ადგილი “შახტარის” ნახევარმცველმა ფრედმა დაიკავა (7%).