"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, ირლანდიელმა როი კინმა, "არსენალის" ნახევარმცველი ჯეკ უილშირი გააკრიტიკა.
ეს მას შემდეგ, რაც არსენ ვენგერის გუნდმა ევროპის ლიგაზე შინ 1:2 წააგო შვედურ "ესტერსუნდთან".
"უილშირი მსოფლიოში ყველაზე რეკლამირებული ფეხბურთელია. მისი შესაძლებლობები ყოველთვის გადაფასებული იყო. მე ვიტყოდი, რომ "მეთოფეებს" შვედებთან გაუმართლათ, რომ უფრო დიდი ანგარიშით არ წააგეს" - ციტირებს კინის სიტყვებს Daily mail-ი.