ფეხბურთი

5:41 | 23.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სპარტაკის" ქომაგებმა ბილბაოში პოლიციელის სიცოცხლე შეიწირეს (+VIDEO)
ბილბაოს მერი რუსების წინააღმდეგ გამოდის

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპახუხო მატჩი, “ბილბაო” - “სპარტაკი” ტრაგედიის მიზეზი გახდა. შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდი ქომაგებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 50 წლის ადგილობრივი პოლიციელი დაიღუპა.

შეტაკების დროს დაპირისპირებული მხარეები შუშის ბოთლებს, პეტარდებს იყნებენდნენ, ხოლო ამ დროს აწ გარდაცვლილს გული გაუჩერდა. სამართალდამცავი უმალვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა ვერაფერი გააწყვეს – გონზე არ მოსულა.

ამასობაში უეფამ მომხდარი დაგმო და განსვენებულის ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა:

“უეფა მკაცრად გმობს იმას, რაც ბილბაოში მოხდა. ჩვენ კონტაქტზე ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომ სიტუაციაში ზუსტად გავრკვეთ. უეფა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, კოლეგებს”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ამასობაში სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ბილბაოს მერმა ხუან მარი აბურტომ, რომელიც რუსების ბასკეთის დედაქალაქში ჩასვლის წინააღმდეგია:

“არ დაბრუნდეთ ბილბაოში! ჩვენ არ გვინდა თქვენი დანახვა. არანაირი ტოლერანტობა. ადამიანები რომლებმაც ეს ჩაიდინეს, დაისჯებიან!”, - წერს ბილბაოს მერი.

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca მომხდარს ასეთი სათაურით გამოეხმაურა:

“ბარბაროსობა! აი, რა შეიძლება მოხდეს რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე!”

მოსკოვის “სპატაკის” გულშემატკივრების მსგავსი გამოხტომები არც პირველია და ადვილი სავარაუდოა, რომ არც უკანასკნელი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელი ელის რუსულ გუნდს უეფასგან. ესპანური მედიის ცნობით კი, 5 გულშემატკივარი დაპატიმრებულია.

0.112892