ჩოგბურთი

22:40 | 22.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი და ალბოტი მეოთხედფინალში დამარცხდნენ

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და რადუ ალბოტი დელრეი ბიჩის წყვილთა ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშნენ. ქართულ-მოლდოვურმა დუეტმა ნიკოლას მონროსთან და ჯონ-პატრიკ სმიტთან გამართული შეხვედრა 5:7, 1:6 წააგო.

პირველ წრეში ალბოტმა და ნიკოლოზმა დარიან კინგი და ანდერსონ რიდი დაამარცხეს. აღნიშნული გამარჯვებით ბასილაშვილს წყვილთა რეიტინგში 45 ქულა დაემატება, 79 პოზიციით დაწინაურდება და 318-ე ადგილამდე გადაინაცვლებს.

0.1276