ოქსანა კალაშნიკოვა და ნათელა ძალამიძე წყვილთა შორის ბუდაპეშტში მიმდინარე უნგრეთის ქალთა ღია ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშნენ. ქართველმა და რუსმა მეოთხედფინალში ირინა მარია ბარასთან და მიჰაელა ბუზარნესკუსთან გამართული შეხვედრა 3:6, 5:7 წააგეს.
კალაშნიკოვა უნგრეთის ღია ტურნირის გასული წლის გამარჯვებულია. აღნიშნული მარცხის გამო ოქსანამ 220 ქულა დაკარგა და წყვილთა შორის განახლებულ რეიტინგში მინიმუმ 55-ე ადგილიდან 65-ე პოზიციამდე დაქვეითდება.