ჭიდაობა

20:35 | 22.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი სტილით ნაკრები კიევში მსოფლიოს სამი ჩემპიონის თაოსნიბით იასპარეზებს

ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის გადაწტყვეტილებით უკრაინაში საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იჭიდავებს.

გუნდის შემადგენლობაში არიან, ნაკრების ლიდერი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი, მსოფლიოს პრიზიორები სანდრო ამინაშვილი და დავით ხუციშვილი, ევროპის პრიზიორები იაკობ მაქარაშვილი, კოტე ხაბალაშვილი.

გამონაკლისი მხოლოდ 2 წონით კატეგორიაში გვეყოლება, ტრამვის გამო ვერ იასპარეზებენ ეროვნული ჩემპიონატის წლევანდელი გამარჯვებულები ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზაბრ ოდიკაძე (97 კგ).

ჩვენი ნაკრები კიევში 22 თებერვალს დილით გაემგზავრება, შეჯიბრება სტარტს 23 თებერვალს აიღებს და ორი დღის თავზე, 25 თებერვალს დასრულდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
55 კგ - ოთარ გოგავა, თეიმურაზ ვანიშვილი.
61 კგ - ბექა ლომთაძე, გიორგი რევაზიშვილი.
65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ედემი ბოლქვაძე.
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი, კოტე ხაბალაშვილი.
79 კგ - იაკობ მაქარაშვილი, ჯაბა ყველაშვილი.
86 კგ - სანდრო ამინაშვილი, დავით ხუციშვილი.
92 კგ - ირაკლი მწითური, დავით მარსაგიშვილი.
125 კგ - გენო პეტრიაშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი.

ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116293