კალათბურთი

20:10 | 22.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაცაცია: “შევეცდებით პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა ლევან ფაცაციამ ავსტრიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით ნაკრები ხვალ პირველი გამარჯვების და ქულების აღებას შეეცდება.

"ძალიან რთული ორი მატჩი გველის წინ. პირველი ავსტრიასთან, რომელთანაც შეგვიძლია ქულების მოპოვება. ოპტიმალურად ვართ განწყობილნი. დღეს დაგვემატება დიქსონი და ჩვენ შევეცდებით მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება", - განაცხადა ფაცაციამ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიისა და საქართველოს მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

0.130187