მადრიდის “რეალის” მეკარე კეილორ ნავასი დიდი ალბათობით ზაფხულში “სამეფო გუნდს” დაემშვიდობება. Goal-ის ინფორმაციით მისი შეძენით “ლივერპულია” დაინტერესებული, რომელიც სტაბილური მეკარის ძიებაშია.
წყაროს ინფორმაციით “წითლები” ეცდებიან ტრანსფერის განხორციელებას, თუ ის ნამდვილად გადაწყვეტს მადრიდული გრანდის დატოვებას. “ლივერპულს” ამ პოზიციაზე “რომას” მეკარის ალისონის დამატება სურს, თუმცა 25 წლის ბრაზილიელის ღირებულება 80 მილიონ ევროს აღემატება. ამ მხრივ ინგლისური კლუბისთვის უფრო მიმზიდველი კოსტა რიკელი კარის დარაჯის დამატებაა, რომელიც 20 მილიონ ევროდ ფასობს.