მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი იენიკ ფერეირა კარასკო მოლაპარაკებებს ჩინურ “დალიან აიფანთან” აწარმოებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.
აზიელები ბელგიელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გამოყოფენ და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ ტრანსფერი განხორციელდა, თანხის 25%-ს 24 წლის ვინგერის ყოფილი კლუბი - “მონაკო” მიიღებს.
მიმდინარე სეზონში კარასკომ ლა ლიგის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე კი 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება “ატლეტიკოსთან” ხელშეკრულებას, ბელგიელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.