ფეხბურთი

15:50 | 22.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკო: "მოედანზე ორი "რომა" იყო"

იტალიური “რომას” მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ “შახტართან” (1:2) მატჩი შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მოედანზე ორ სხვადასხვა “რომა” იმყოფებოდა.

“მე მოედანზე ორი “რომა” ვნახე, 50 წუთის განმავლობაში ჩემი გუნდის თამაში მომეწონა. პირველ ტაიში ჩვენ კარგად ვითამაშეთ და მეტოქეს პრობლემები შევუქმენით, მაგრამ მეორე ტაიმში მხოლოდ თავს ვიცავდით. არ ვიცი ეს რატომ მოხდა. სამწუხაროა, რომ ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელები ბავშვურ შეცდომებს უშვებდნენ.

კონცენტრაცია დავკარგეთ როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ვეცდებით შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან “შახტარი” დიდი გუნდია. არ მინდა, ერთ ფეხბურთელს რამე დავაბრალო. ყველაფერი ფლორენცის ბრალი არაა. ფეხბურთელებს შესვენებაზე ვუთხარი, რომ გაეგრძელებინათ ისე თამაში, როგორც პირველ ნახევარში. თუმცა ჩვენ მინიმალური უპირატესობით კმაყოფილები ვიყავით და ეს იყო ჩვენი მთავარი შეცდომა. “რომას” შეტევაში აგრესიულობა აკლდა”, - განაცხადა დი ფრანჩესკომ.

“რომასა” და “შახტარის” საპასუხო მატჩი რომში, 13 მარტს გაიმართება.

0.121024