მადრიდის “რეალი” ლა ლიგის დამდეგ ტურში “ლეგანესთან” შეხვედრას კრიშტიანუ რონალდუს გარეშე გამართავს. ამის მიზეზი ტრავმა არაა, უბრალოდ, ზინედინ ზიდანმა პორტუგალიელის დასვენება გადაწყვიტა.
გარდა რონალდუსა, “სამეფო კლუბის” თავკაცმა დამდეგი შეხვედრის განაცხადს მიღმა კოსტარიკელი მეკარე კეილორ ნავასიც დატოვა.
ასევე, ტრავმების გამო “რეალს” ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი და მარსელოც ვერ დაემხარებიან.
“ლეგანესთან” “რეალის” განაცხადი ასეთია:
მეკარეები: კასილია, ლუკა
მცველები: კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, ნაჩო, ერნანდესი, ჰაკიმი
ნახევარმცველები: კაზემირო, ლორენტე, ასენსიო, ისკო, კოვაჩიჩი, სებალიოსი
თავდამსხმელები: ბენზემა, ბეილი, ვასკესი, მაიორალი