ფეხბურთი

17:27 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრი: “ნეიმარმა მესის გამო სპორტის სახეობა უნდა შეიცვალოს”

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი ლიონელ მესისა და ნეიმარის შესახებ საუბრობს. “ტიტიმ” ბრაზილიელის “ბარსელონადან” წასვლის მიზეზზე ისაუბრა და ნეიმარს სპორტის სახეობის შეცვლა ურჩია.

“არ ვიცი, ნეიმარი “ბარსელონადან” მესის ჩრდილქვეშ ყოფნის გამო თუ წავიდა, მაგრამ ის ვიცი, რომ დღეს ყველა ფეხბურთელი მესის ჩრდილშია. და თუ ნეიმარს ეს არ სურს, მაშინ სპორტის სახეობა უნდა შეიცვალოს”, - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, ნეიმარმა “ბარსელონა” გასულ ზაფხულს დატოვა და ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა.

0.116097