ფეხბურთი

17:05 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიე: “ყოველ ღამე იმ იმედით ვიძინებდი, რომ დილით სიმაღლეში გაზრდილი ვიქნებოდი”

“ნაპოლის” თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე ამბობს, რომ არაერთხელ შეექმნა პრობლემა სიმაღლის გამო. ინსინიე დაბალია, მხოლოდ 163 სანტიმეტრის.

“რა თქმა უნდა, ნეაპოლის “სან პაოლოზე” თამაში ჩემი ოცნება იყო. თუმცა როცა გავიზარდე და სხვადასხვა საფეხბურთო აკადემიებში გასასინჯად მივდიოდი, ყველგან სიმაღლის გამო მიწუნებდნენ. მე არა, მაგრამ მამაჩემს ეუბნებოდნენ, სიმაღლეში უნდა გაიზარდოსო.

...ასე იყო “ინტერის”, “ტორინოს” და “ნაპოლის” აკადემიაშიც კი. შეგიძლია ბევრი იმუშაო ტექნიკაზე, გამძლეობაზე, მაგრამ სიმაღლეს რას უზამ?! ყოველ ღამე იმ იმედით ვიძინებდი, რომ დილით ცოტა მაღალი ვიქნებოდი. მამაჩემს ვუთხარი: “დავივიწყოთ ფეხბურთი, მე არსად აღარ ვცდი ბედს”. თუმცა მამამ აქეთ მკითხა: “ფეხბურთი თუ არა, აბა, რის გაკეთებას აპირებ ცხოვრებაში?”.

...გავაგრძელე თამაში, ოღონდ ადგილობრივ მოკრძალებულ სკოლაში. და 15 წლის როცა გავხდი, “ნაპოლიმ” შანსი მომცა. აი, 6 წელია, “ნაპოლის” ფორმა მაცვია და ყოველ ახალ თამაშზე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირველად გამოვდივარ ამ გუნდის მაისურით” – უთხრა ინსინიემ იტალიურ Ansa-ს.

0.11576