იტალიის სერია A-აუტსაიდერ “ბენევენტოს” პრეზიდენტი ორესტე ვიგორიტო იმედოვნებს, რომ საჩემპიონო რბოლაში “ნაპოლის” საჩუქარს მისი გუნდი გაუკეთებს.
“ნაპოლიმ” 6 ქულა წაგვართვა, მაგრამ “იუვენტუსთან” ჯერ კიდევ სათამაშო გვაქვს და იმედია, რომ “ნაპოლის” საჩუქარს გავუკეთებთ”, - განაცხადა ვიგორიტომ რადიო Crc-სთან საუბრისას.
“ნაპოლი” “იუვენტუსს” სეზონის დასრულებამდე 13 ტურით ადრე, 1 ქულით უსწრებს. “ბებერი ქალბატონი” “ბენევენტოს”, რომელიც 10 ქულით ჩემპიონატის უიმედო აუტსაიდერია, 8 აპრილს ესტუმრება.