ლონდონის “არსენალის” გენერალური სპონსორი ისევ Fly Emirates-ი იქნება. როგორც ინგლისური გუნდის ვბეგვერდი ოფიციალურად იტყობინება, მხარეებს შორის ხელშეკრულება 5 წლის ვადით გახანგრძლივდა – 2024 წლის ზაფხულამდე.
ძველ კონტრაქტს ვადა 2019 წელს გასდიოდა. როგორც ცნობილი ხდება, ეს იქნება “არსენალის” ისტორიაში სარეკორდო ხელშეკრულება. კერძოდ, “მეთოფეთა” ხაზინა წელიწადში 40 მილიონი გირვანქა სტერლინგით შეივსება (2024 წლამდე 200 მილიონი).
Fly Emirates-ი “არსენალის” მთავარი სპონსორი 2004 წლიდანაა, ხოლო 2006 წლიდან მოყოლებული ლონდონური გუნდის საშინაო არენაც სწორედ ამ სახელს ატარებს.