მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა. ესპანელ მცველს ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი აქვს მიღებული. “ბეტისთან” შეხვედრაში სერხიო 162-ედ გაფრთხილეს და ამ შედეგით ვერავინ სჯობს. მანამდე რეკორდი ყვითელი ბარათების მხრივ ალბერტო ლოპოს ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სერხიო რამოსი ლა ლიგის რეკორდსმენი მიღებული წითელი ბარათების რაოდენობითაც გახდა.