კალათბურთი

11:29 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ოლ სტარი” ლებრონის გუნდმა მოიგო

ყველა ვარსკვლავის მატჩზე ლებრონ ჯეიმსის გუნდმა სტეფ კარის გუნდი 148:145 დაამარცხა. მატჩი გარდამვალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ლებრონ ჯეიმსის გუნდი ძირითადად მდევრის როლში გახლდათ. მიუხედავად ამისა, ბოლო წამებზე ლებრონის და რასელ უესტბრუკის კარგი თამაშის წყალობით გამარჯვება მათ დარჩათ.

შეხვედრის MVP ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც გუნდს 29 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი შესძინა. “მეფე” “ოლ სტარის” საუკეთესო მოთამაშე მესამედ გახდა (2006, 2008, 2018).

კარის გუნდი: დეროზანი (21 ქ.), ლილარდი (21 ქ.), ემბიდი (19 ქ.), თაუნსი (17 ქ. 10 მ.), ადეტოკუმპო (16 ქ. 7 მ.), ტომპსონი (15 ქ.), ჰარდენი (12 ქ.), კარი (11 ქ.), ჰორფორდი (6 ქ.), ლოური (4 ქ. 11 პ. 7 მ.), გრინი (3 ქ.).

ლებრონი გუნდი: ლებრონ ჯეიმსი (29 ქ. 10 მ. 8 პ.), დურანტი (19 ქ.), ჯორჯი (16 ქ.), დრამონდი (14 ქ.), ბილი (14 ქ.), ირვინგი (13 ქ. 9 პ.), დევისი (13 ქ.), უესტბრუკი (11 ქ. 8 მ. 8 პ.), უოლკერი (11 ქ.), ოლადიპო (7 ქ.), დრაგიჩი (2 ქ.)

0.261817