ფეხბურთი

20:41 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის ნაყოფიერი 45 წუთი ბელგიაში

ბელგიის იუპერლიგის 27-ე ტურში კარგი თამაში ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ. სანამ უშუალოდ ქართველ ნახევარმცველზე გეტყოდეთ, მანამდე აღვნიშნოთ, რომ “გენტი” შინ “მეხელენს” დაუზავდა – 2:2.

მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 აგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში თამაშში გარდატეხა შეიტანეს და საბოლოოდ ქულა გადაარჩინეს. ჩაკვეტაძე მოედანზე წაგებულ პირველი ტაიმში არ ყოფილა, თუმცა მეორე ნახევარ სრულად ჩაატარა და ერთ-ერთი აქტიურიც იყო.

გიორგიმ “გენტის” შეტევებს ახალი სუნთქვა გაუხსნა და ორჯერ თავადაც ახლოს იყო გოლის გატანასთან, მაგრამ ვერ მოახერხა.

სასიამოვნოა, რომ ბოლო დროს 18 წლის ქართველს ბელგიურ გუნდში სისტემატურად ათამაშებენ. იუპერლიგაში გიორგი ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 მატჩი და 1 გატანილი გოლია.

“გენტი” კი, 27 თამაშში მოპოვებული 44 ქულით მეოთხე საფეხურზე იმყოფება.

დღესვე შვეიცარიის სუპერლიგის 22-ე ტურში "ლუცერნი" სტუმრად "ციურიხთან" ფრეს გამორჩა - 1:1. "ლუცერნის" რიგებში გასულ უიქ-ენდზე დებიუტი ჰქონდა ვაკო გვილიას, რომელიც ამჯერად უკვე ძირითად შემადგენლობაში მოხვდა პირველად. ჩვენებურმა ნახევარმცველმა 67- წუთი გაატარა მოედანზე და ურიგოდ არ უთამაშია.

"ლუცერნი" 27 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება, თუმცა მესამე ადგილოსან "ციურიხს" მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.

0.835554