ჩოგბურთი

20:30 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა 97-ე ტიტული მოიპოვა

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა კარიერაში 97-ე ტიტული დაისაკუთრა. როჯერმა როტერდამის ტურნირის ფინალში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იოლად 6:2, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 56 წუთს გაგრძელდა. როჯერმა 8-დან 4 ბრეიკი შეასრულა. დიმიტროვს ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.

შვეიცარიელმა როტერდამის ტურნირი კარიერაში მესამედ მოიგო (2005, 2012,2018).

ჩოგბურთის ისტორიაში როჯერს ერთეულთა თანრიგში მოგებული ტიტულების რაოდენობით, მხოლოდ ჯიმი კონორსი უსწრებს, რომელსაც 109 ტიტული აქვს მოპოვებული.

0.155725