კალათბურთი

15:00 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ილიას ზუროსმა 18 კალათბურთელი მიიწვია ეროვნულ ნაკრებში, საიდანაც თორმერტის შერჩევა მოუწევს.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

რევაზ როგავა, აკაკი დვალიშვილი, ნიკა დარბაიძე, გიორგი ცინცაძე, ნიკა ცქიტიშვილი, ილია ლონდარიძე, მაიკლ დიქსონი, ანატოლი ბოისა, მიხეილ ბერიშვილი, გოგა ბითაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბექაური, რეზო ჩაჩანიძე, ლევან ფაცაცია, ოთარ ფხაკაძე, ბექა წივწივაძე, აკაკი ლომოური, გეგი ბაქრაძე.

საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს ავსტრიის ნაკრებს სტუმრად გაეჯიბრება, ხოლო ორი დღის შემდგომ თბილისში, გერმანიას უმასპინძლებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მოახლოებულ ორ შეხვედრას უდიდესი საკადრო დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო გუნდს მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე და ბექა ბურჯანაძე დააკლდნენ, ხოლო გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია კლუბებმა ისევ არ გაათავისუფლეს.

0.119012