მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი ტრავმირებულია. გერმანელმა ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის ტრავმა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ვებგვერდი ავრცელებს.
ჯერჯერობით, მუხლის დაზიანების სიმძიმე ცნობილი არაა, მაგრამ ესპანური მედიის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ კროოსმა იმავე პსჟ-სთან საპასუხო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
მიმდინარე სეზონში ტონი კროოსმა 27 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.